მიხეილ ჯანელიძემ, პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს

17/10/2017

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთში დაღუპული პირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0