მიხეილ ჯანელიძემ ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა

21/06/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მიხეილ ჯანელიძემ ღრმა მწუხარება გამოხატა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„თუ ჰელმუტ კოლის განვლილ ცხოვრებას გავიხსენებთ, ნათელი გახდება, რომ დავკარგეთ უდიდესი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში. წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: გერმანიისა და ევროპის გაერთიანებას. ეს იყო ის მიზნები, რომლებსაც მან წარმატებით გაართვა თავი“ – აღნიშნულია მინისტრის ჩანაწერში.
ჰელმუტ კოლის სახელს უკავშირდება გერმანიის გაერთიანება. ის თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად – 16 წლის მანძილზე მართავდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0