მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

06/02/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს, შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებაზე, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე და სხვა უკანონო ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. მიხეილ ჯანელიძემ შეშფოთება გამოხატა რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელების გამო, რისი მორიგი მაგალითიც იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მიზანმიმართულად დანგრევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0