მიხეილ ჯანელიძე ელმარ მამედიაროვს შეხვდა

08/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემეირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან. მინისტრები მიესალმნენ თბილისში ორგანიზაცია სუამ-ის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას და მის ფარგლებში მიმდინარე მინისტერიალს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთბების დღის წესრიგში არსებულ მიმდინარე საკითხებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა რეგიონალური პროექტების განხორციელების პროცესში, ამ მხრივ განსაკუთრებული ხაზი გაესვა სატრანზიტო, ენერგეტიკულ პროექტებს.
მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასასრულ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით და განიხილეს რკინიგზის ამოქმედების ოფიციალურ ცერემონიასთან დაკავშირებული საკითხები.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა აღნიშნეს, ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობა.
საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0