მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა ეუთო-ს ავტონომიურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

Visited 182 times, 1 visit(s) today