მიხეილ ჯანელიძე ირლანდიელ კოლეგას შეხვდა

08/09/2017

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან საიმონ კოვენეისთან. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რასაც ხელო შეუწყო ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ამოქმედებამ. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები თანამშრომლობის შემდგომ გასაღრმავებლად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ირლანდია დაინტერესებულია განავითაროს კავშირები რეგიონთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის რეფორმირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველო თანდათან ყალიბდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად რეგიონში და მნიშვნელოვან ინტერესს იძენს ევროპა-აზიის სავაჭრო და სატრანზიტო კავშირების თვალსაზრისით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0