მიხეილ ჯანელიძე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალურ დირექტორს შეხვდა

14/07/2016

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალურ დირექტორთან მიხაელ შპინდელეგერთან.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მიხაელ შპინდელეგერს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ამას გარდა, მინისტრმა ავსტრიელ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიხაელ შპინდელეგერს საქართველოში სტუმრობისა და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2008-2013 წლებში მიხეილ შპინდელეგერს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრის პოსტი ეკავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0