მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში

12/09/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ჩინეთის რესპუბლიკის ქ.ჩენგდუს. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში, რომელიც 11-16 სექტემბერს იმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში დაესწრება გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის გახსნას და სიტყვით გამოვა მაღალი დონის სეგმენტზე. UNWTO-ს გენერალურ ასამბლეაზე მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის დამტკიცება 2018-2021 წლების ვადით.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეაზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ხეების დარგვის ცერემონიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0