მიხეილ ჯანელიძე პაოლო ჯენტილონის შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. მინისტრებმა შეხვედრისას საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე.

Visited 153 times, 1 visit(s) today