მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ. კრაკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ანტონი მაჩიერევიჩს. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს პოლონეთსა და საქართველოს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. პოლონეთმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაში, ყველა იმ პრაქტიკული და ქმედითი მექანიზმების რეალიზაციაში რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მიესალმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. საქართველოს საგარეო საქმეთა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამუშაო პანელზე. მიხეილ ჯანელიძე კონფერენციაზე ევროპარლანეტის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

Visited 158 times, 1 visit(s) today