მიხეილ ჯანელიძე რექს ტილერსონს შეხვდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. 9-10 თებერვალს ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებთან.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდერას გამართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს.
გაიმართება მინისტრის შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრი შეხვდება აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანს.
შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

Visited 148 times, 1 visit(s) today