მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალს შეხვდა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინეთთან არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის დინამიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. საუბარი, შეეხო ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმებს, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებს, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
მიხეილ ჯანელიძემ რუმინეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ფარგლებში გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებისათვის.
თავის მხრივ, შეხვედრაზე ანა ბირჩალმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Visited 140 times, 1 visit(s) today