მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

12/04/2017

ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა რუმინელ კოლეგასთან ტეოდორ მელესკანუსთან. შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინისტრებმა აღნიშნეს ორმხრივი ბიზნეს ფორუმების გამართვის და ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების ხელშეწყობაზე.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობას, არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების, არამედ, შავი ზღვის, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი დერეფნის წარმოჩენის მიზნით. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავსირებული თემები. მიხეილ ჯანელიძისა და ტეოფორ მელესკანუს შეხვედრაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი და ქართული მხარის მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.
რუინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი წამატება, რაც საქართველოს მოქალქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0