მიხეილ ჯანელიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.

როგორც prof-news-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, რაც პრეზიდენტისა და მინისტრის შეფასებით, ახალ იმპულსს აძლევს ორმხრივ ურთიერთობას.

ასევე ხაზი გაესვა სექტორული მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის დასავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში წარმატებულ თანამშრომლობას.

მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ რეფორმების პროექტზე, რაც, ასევე ითვალისწინებს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების გარემოც და ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას.

Visited 160 times, 1 visit(s) today