მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა

26/09/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო უწყებაში მიიღო სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტი, არა ბაბლოიანი და ეროვნული კრების წევრები. შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები და უახლოესი ისტორიის პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. სომხეთის ეროვნული კრების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ქ. თბილისში წარმატებული ვიზიტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0