მიხეილ ჯანელიძე სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

08/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა სუამ-ის გენერალურ მდივანთან ალტაი ეფენდიევთან. შეხვედრისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს სუამ-ის 20 წლის იუბილეს, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანამ. ხაზი გაესვა საიუბილეო მინისტერიალის მნიშვნელობას ორგანიზაციის განვლილი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესაფასებლად. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, რა დროსაც ხაზი გაესვა ორგანიზაციის ეფექტური საქმიანობისთვის გენერალური სამდივნოს როლს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0