მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

25-27 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან მიხაელ როტთან. შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

Visited 143 times, 1 visit(s) today