მიხეილ ჯანელიძე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მირო კოვაჩთან.
ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა სამიტზე ალიანსის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გამოხატული მხარდაჭერა და ხორვატიის მხრიდან მზაობა გამოხატა აქტიურად ჩაერთოს და დახმარება გაუწიოს საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პრაქტიკულ ნაბიჯებში. შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს რეგინში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორვატ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალიწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე, ხორვატიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს აღნიშნულ პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორვატი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

Visited 133 times, 1 visit(s) today