მიხეილ ჯანელიძე NDI-სა და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივ ღონისძიებას დაესწრო

15/06/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ მონაწილოება მიიღო NDI-სა და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივ ღონისძიებაში. სესიის მთავარი თემა გახლდათ „ევროატლანტიკური საზოგადოება – ღირებულებები და ინტერესები“. საკითხის გარშემო მსჯელობდნენ NDI-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დახურულ განხილვას NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი, ინსტიტუტის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, NDI-ის დირექტორთა საბჭოს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0