მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
არჩილ თალაკვაძე: „საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი – საკონსტიტუციო რეფორმა.
ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯარო განხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვები. მადლობას ვუხდით კომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის.
ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო.
საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს – ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“.

Visited 108 times, 1 visit(s) today