მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება

25/09/2017

კახა კალაძე აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. „ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ახალ კონცეფციას“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებების პრეზენტაციაზე.
ინკლუზიური ქალაქის კონცეფციაზე დეტალურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა. იონათამიშვილის განცხადებით, კონცეფციის უმთავრესი მიზანი იქნება შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, შეფასება და ინდივიდუალური ადაპტირების პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0