მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი იდგეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების სადარაჯოზე

30/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონისა და მის საპასუხოდ, პარლამენტის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს NDI-ს ოფისის ხელმძღვანელმა თავისი გამონათქვამი შეასწორა. მადლობას გადავუხდი ირაკლი მეზურნიშვილს იმისთვის, რომ მან პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი იდგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ასევე, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების სადარაჯოზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვუხდი ირაკლი მეზურნიშვილს მადლობას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0