მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს; სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების – ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე გამოყენებული საწვავის ხარჯი. მინისტრმა ჟურნალისტებთან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერის შესახებაც გააკეთა განცხადება. აღსანიშნავია, რომ თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი, 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი; სესხის მოცულობა 5 000-დან მაქსიმალური თანხა 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადაა 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი – 8%.

Visited 76 times, 1 visit(s) today