მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ისტორიული შენობებიდან და მათი პრივატიზაცია მოვახდინოთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ისტორიული შენობებიდან და მათი პრივატიზაცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ ზურაბ ალავიძემ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიაციატივაზე კომენტირებისას განაცხადა. ალავიძის თქმით, ამ პროექტის ძირითადი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაციაა.

„ასევე, ჩვენ უნდა მივიღოთ ენერგოეფექტური შენობები. ჩვენ მრავალი ქარტიის მონაწილე ვართ, სადაც ხელი გვაქვს მოწერილი ამ მიმართულებით. ამას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სამინისტროების უმეტესი ნაწილი ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომლებიც ძალიან საინტერესოა სასტუმროს და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ამ შენობებიდან და პრივატიზაცია მოვახდინოთ ამ საინტერესიო ადგილების. შესაბამისად, გადავიდეთ უფრო კომპატქურად ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს, იქნება ენერგოეფექტური შენობები. ასევე, თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება თავმოყრილი, ეს უბრალო მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას“, – განაცხადა ალავიძემ.

Visited 114 times, 1 visit(s) today