მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის ვადები და პირობები

27/03/2017

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის ვადები და პირობები, – ამის შესახებ საგარეო სამეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის პირობებში შესაძლო დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

”მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს, დაიცვას ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის ვადები და პირობები. ჩვენ ვაგრძელებთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაძლო რისკებისა და პოტენციური საფრთხეების მაქსიმალურად შემცირებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის მთავრობის ინიციატივა. მე არაერთ შეხვედრას ვმართავ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0