მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოები რეაგირებდნენ მოკლე ვადებში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თეა წულუკიანმა ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა:

„მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოები რეაგირებდნენ მოკლე ვადებში, როდესაც ასეთი რამ ხდება. დღეს ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არა მხოლოდ გამოძიებაა დაწყებული, არამედ შესაბამისი პირიც − ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით გაავრცელა კადრები − დაკავებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც ვხედავთ ადამიანებს − როგორიც უნდა იყოს მათი ასაკი, განათლების დონე ან რამდენი მეგობარიც უნდა ჰყავდეთ, ყველამ ვუთხრათ მათ, რომ ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი, რადგან პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება. ამას იცავს კონსტიტუცია, იცავს ჩვენი კანონი და ახლა ისღა დაგვრჩენია, თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ. როდესაც არ ხდება ამის დაცვა ინდივიდების მიერ, იქ უკვე ერევა საგამოძიებო ორგანო − ხდება დაკავება, ხდება სისხლისსამართლებრივი დევნა და ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე ტიპის უკმაყოფილებას. პირიქით, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება და მასზე კადრების გავრცელება“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Visited 106 times, 1 visit(s) today