მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად

13/02/2019

ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით – „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019″, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და წინა წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, შესაბამისად, ქვეყანამ ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის პალატის ეს კვლევა ეფუძნება ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და იმ პირობების შეფასებას, რომლებიც ქვეყანაშია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0