მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წელს საქართველოს 6,350,825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449,731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%). 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1,523,075 (+9.3%), სომხეთი 1,496,246 (+1.9%), თურქეთი 1,254,089 (-9.9%), რუსეთი 1,037,564 (+12.0%) და უკრაინა 172,631 (+21.8%) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%.
განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%).

მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1,684,914,617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,479,633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Visited 193 times, 1 visit(s) today