მნიშნელოვანია შეიქმნას საინვესტიციო პროექტების შერჩევის და შეფასების ერთიანი სისტემა

13/07/2018

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასებით ხდებოდეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროექტებზე გაწეული დანახარჯების ეფექტურობა. „ჩვენ ვაპირებთ სამინისტროში შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა” – განცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პროექტების მიზანშეწონილობის შეფასება მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0