მოდი ღამე მუზეუმში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მოდი ღამე მუზეუმში“ – ამ სლოგანით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან მდებარე ხიდი მოხატეს და გამვლელებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდეს. სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ თბილისის არაერთი უბანი მოიხატება.
21 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში მოეწყობა (შესვლა უფასოა).
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება!

Visited 207 times, 1 visit(s) today