მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის წევრებს, თუ არ მოსწონთ ჩვენი პარტიის სვლა და აზრები, წავიდნენ და გაგვათავისუფლონ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, თუ არ მოგწონთ ჩვენი სვლა და ჩვენი აზრები, დაგვტოვეთ, – ასე გამოეხმაურა
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე მისი პარტიიდან წევრების წასვლას.
მისი თქმით, ის ძალიან მოხარულია, რომ ამ ხალხმა პარტია დატოვა.

„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ხალხმა დატოვა ეს პარტია. ასეთმა ხალხმა უნდა დატოვოს პარტია და რაც მალე მოხდება ეს, უკეთესია. მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის წევრებს, თუ არ მოსწონთ ჩვენი პარტიის ხედვები, ჩვენი პარტიის სვლა და აზრები, დაგვტოვონ, წავიდნენ და გაგვათავისუფლონ, მე ძალიან მოხარული ვიქნები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

დღეს პაატა ბურჭულაძის მოძრაობა”სახელმწიფო ხალხისათვის” პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა დატოვა. გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ბურჭულაძის პარტია დატოვეს ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილმა უფროსმა იოსებ ხიმშიაშვილმა.

Visited 198 times, 1 visit(s) today