მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს,რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს ,რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, აქცენტი უნდა გაკეთდეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ტრენინგებზე, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლისა და ეტიკეტის სწავლება.

„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს, მერიის სისტემის ფარგლებში ჩასატარებელ ტრენინგებთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრენინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება. საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა ავიღოთ მეტი აქცენტი, ალბათ ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლის და ეტიკეტის სწავლება. ამიტომ მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე”,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

Visited 151 times, 1 visit(s) today