მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა რეაბილიტირდება

16/09/2017

გუდიაშვილის სკვერი რეაბილიტირდება და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გუდიაშვილის სკვერში გაიმართა.
მისივე თქმით, ურბანული განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0