მომავალი წლიდან ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მომავალი წლიდან ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. მინისტრი პროექტების მიმდინარეობის პროცესს რეგიონებში სისტემატურად განაგრძობს.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მისასვლელ გზაზე იგება ქვაფენილი, ასევე ხდება ვიზიტორთა ცენტრის შენობის მოპირკეთება და გალავნის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
სამუშაოებისთვის 1, 5 მილიონ ლარია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის მარტში დასრულდება.

Visited 171 times, 1 visit(s) today