მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ ინიციატივებს ლარის დევალვაციასთან კავშირი არ აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობის ეკონომიკური გეგმის და 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული ცვლილებების მიზანი, სტაბილური ფისკალური და ეკონომიკური გარემოს შენარჩუნებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ ინიციატივებს ლარის დევალვაციასთან კავშირი არა აქვს და ის მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ფისკალური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის სესიაზე გატანამდე და დამტკიცებამდე, შედგება მისი განხილვა ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში.

”ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვის ეტაპის გამოტოვება მოგვიწია. მოგეხსენებათ, პარლამენტი არ იკრიბებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან და შევჯერდით ფორმატზე, რომელიც მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე რეალური მსჯლეობის შესაძლებლობას მოგვცემს. ბიუჯეტის პროექტი სხვადასხვა ფორმატაში განიხილება და ამის საფუძველზე პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს მას”, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 128 times, 1 visit(s) today