მომავალ წლებში იაპონია და სამხრეთ კორეა საქართველოს საექსპორტო ღვინის გეოგრაფიას დაემატება

12/12/2018

ლევან დავითაშვილი:
“სახელმწიფოს პროგრამები არის წინაპირობა ღვინის სექტორში აღნიშნული პროგრესის. ღვინის ეროვნულ სააგენტოში 500-ზე მეტი ახალი საწარმოა რეგისტრირებული. მათ მიერ წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია, თუმცა მათ სჭირდება ბაზრებზე მიტანა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში 2012 წელს ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონი ლარი იყო და ისიც სამი წლის განმავლობაში აუთვისებელი გახლდათ. პირველ წელს ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, ყოველწლიურად კი 7 მილიონ ლარამდე ვზრდით. საშუალო ვადიან პერსპექტივაში კიდევ მეტი თანხის დახარჯვას ვგეგმავთ ახალ ბაზრებზე შესასვლელად.
არ შეიძლება 200-ვე ქვეყანაში ფული ხარჯო, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. გამოვკვეთეთ მიზნობრივი ბაზრები. ეს არის ტრადიციული სამეზობლო ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს. აღმოსავლეთ ევროპა, სადაც საქართველოს მიმართ ლოიალობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ქართული ღვინის ცნობადობაა ნაკლები, მაგრამ სეგმენტი მზარდია. საინტერესო სეგმენტია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ყველაზე მეტი ღვინო მოიხმარება და რომელიც ყველაზე დიდი იმპორტიორია მსოფლიოში. ასევე, სწრაფად მზარდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში იაპონია და სამხრეთ კორეა საქართველოს საექსპორტო ღვინის გეოგრაფიას დაემატება”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0