მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

12/04/2017

„მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, რაც გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს“ – პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე, წარმოდგენილი გეგმა გაწერილია კონკრეტულ ვადაში და სრულ თანხვედრაშია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების მიმართულებასთან. რაც დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით ჩვენი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ წლის დასაწყისიდან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში 105%-ით შეასრულა თავისი გეგმა. ესაა 200 მლნ ლარზე მეტი, რაც აბსოლუტურად გვარწმუნებს, რომ ჩვენი დაგეგმილი პროექტები ამ მიმართულებით, აუცილებლად შესრულდება“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0