მოსამართლემ ”მაესტროს” წილების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას ადვოკატის, პაატა კიკვიძის შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვის შესახებ არ დააკმაყოფილა .

მოსამართლის განმარტებით, მათი დაკითხვა საქმესთან, რომელსაც სასამართლო განიხილავს, არანაირ კავშირში არ არის.

ამასთან, როგორც შუამდგომლობის დაყენებისას უშუალოდ მამუკა ღლონტმა განაცხადა, ვანო ჩხარტიშვილმა მას პირადად დაუდასტურა, რომ ”წილის სანაცვლოდ მათ გია გაჩეჩილაძეს ფული გადაუხადეს და შეუძლიათ ეს წილი უკან გამოართვან”.

ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა ცოტა ხნის წინ დააყენა.

”ჩვენ მათ დაკითხვას ვითხოვთ, რათა დაადასტურონ წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ფულადი ანგარიშსწორების ფაქტი, რომელიც თავის დროზე განხორციელდა”, – განუცხადა prof-news-ს პაატა კიკვიძემ პროცესის დაწყებამდე.

Visited 175 times, 1 visit(s) today