მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ვაზისუბანსა და ახაშენში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ვაზისუბნის და ახაშნის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მთავარი პრიორიტეტებიც განსაზღვრეს, რომლის მოგვარებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურთ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფელ ვაზისუბნისთვის 74 373 ლარი, ხოლო ახაშნისთვის 48 887 ლარია გამოყოფილი.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 129 025 ლარი გამოიყო.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით შეხვედები ყველა სოფელში გაიმართება და 12 მარტს დასრულდება.

Visited 179 times, 1 visit(s) today