მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვისაგან დაზარალებული მოსახლეობა დაზიანებულ ყურძენს მინიმალური დანახარჯებით ადგილზევე, ახმეტაში ჩააბარებენ, – ამის შესახებ თელავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„გუშინდელი სტიქიის შემდეგ შექმნილ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება და ხვალ დილიდან დაკრეფას დაიწყებენ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა. ლევან დავითაშვილი დღესვე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.
კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშივლმა განაცხადა, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებდა. თუმცა სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებაზე სახელმწიფო 10 მილიონ ლარს დახარჯავდა.

Visited 209 times, 1 visit(s) today