მოსწავლეების ჩართულობით, ხაშურის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსწავლეების ჩართულობით, ხაშურის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 14 აპრილს გამართული დასუფთავების აქციაც ამის ნათელი მაგალითია. პროექტში 170-ზე მეტი მოხალისე მოსწავლე მონაწილეობდა. დასუფთავდა ბანას მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ამერიკელი მასწავლებელი ენსლი მორლი.
პროექტი „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ ერთგვარ ტრენინგებსაც მოიცავდა და მიზნად ისახავდა თემში არსებული ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ლიდერული და ორგანიზაციული უნარების განვითარებას.
პროექტის ორგანიზატორი 2018-2019 წლების ხაშურის „ეტალონი მოსწავლე“ ბარბარე ჭყოიძეა. ბარბარე ასევე არის FLEX-ის პროგრამის კურსდამთავრებული და ამერიკის საბჭოების ხაშურის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
პროექტი კვლავაც გაგრძელდება. აქტიურ სკოლებსა და მოსწავლეებს კი პრიზები და სერთიფიკატები გადაეცემათ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ასეთ წამოწყებას.
22 აპრილი დედამიწის დღეა, ხაშურის მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად უერთდება, სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები.
მოვუწოდებთ ყველას, მივბაძოთ ჩვენი ახალგაზრდების მაგალითს და მაქსიმალურად ჩავერთოთ აღნიშნულ აქციაში.

Visited 91 times, 1 visit(s) today