მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მემორანდუმი გაფორმდა

27/04/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პირველად განათლების ისტორიაში, არაფორმალურ და სკოლისგარეშე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო აქტივობები განხორციელდება, ასევე მოხდება არაფორმალურ და სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კლუბების შექმნას, ერთობლივი ინიციატივებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას. არაფორმალურ სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება მეთოდური მიდგომების შემუშავება, არსებული მეთოდური ლიტერატურის თარგმნა-ადაპტირება, ტრენინგების ორგანიზება და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0