მოტო შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

06/08/2017

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, მოტო შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მრბოლელები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ და „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სპეციალური პრიზებით და მედლებით დააჯილდოვეს. დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა. რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები იყვნენ: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0