„მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია-დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“ თემაზე კონფერენცია გაიმართა

15/06/2017

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ორგანიზებით, თემაზე – „მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია-დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, სასტუმრო ‘’Holiday Inn”-ში კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავამ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში, კარლო ნატალემ გახსნეს.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე ადგილობრივ თვითმმათველ ორგანოებში მოქალაქეთა მონაწილეობის, დეცენტრალიზაციისა და მართვის ეფექტურობის საკითხები განიხილეს და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
კონფერენცია პროექტის „ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება’’ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. პროექტის პარტნიორი საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0