მოძვი-ჯალაურთის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

08/06/2017

სოფელ მოძვისა და ჯალაურთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა გაგრძელდა. შესასრულებელი სამუშაოს შესყიდვა ორწლიანია. 2017-18 წლებში ასფალტის საფარი 1 825 მეტრზე მოეწყობა. სამუშაოს შ.პ.ს. ნიუ როუდი 588 000 ლარად შეასრულებს. თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი წინა წელს მოეწყო. სულ აღნიშნული გზის სიგრძე 9 500 მეტრია. ეტაპობრივად გზის სრული სიგრძე ასფალტირდება. სოფელ მოძვში მიმდინარე სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენელ პირებთან ერთად მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0