მოძრაობა “ეროვნულების” ინციატივით “ვარდების რევოლუციის მოედანს” უნდა ეწოდოს ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

,,სასიხარულო ამბავი !!! მოძრაობა “ეროვნულების”, ბატონ სოსო მანჯავიძის და დემოგრაფიული საზოგადოება 21 საუკუნის ინციატივით ქალაქ თბილისის საკრებულოში ოფიციალურად დარეგისტრირდა საკრებულოს დეპუტატ სოსო მანჯავიძის ინციატივა, რომლის მიხედვითაც “ვარდების რევოლუციის მოედანს” უნდა გადაერქვას სახელი და მას ეწოდოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი! უახლოეს ხანში მოხდება აღნიშნული ინციატივის განხილვა. იმედი გვაქვს ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ საკრებულოს წევრის ბატონი სოსო მანჯავიძის ინციატივას და 2016 წლის 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის მოედნის გახსნა.”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Visited 190 times, 1 visit(s) today