მოხალისეები მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ეხმარებიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ფარგლებში, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი სახლების სხვენების და დამხმარე ნაგებობების შეწამვლა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც ახდენენ, როგორც შეწამვლით პროცესს, ასევე საცხოვრებელ ოთახებში, სადაც ქიმიური წამლობა აკრძალულია ფაროსანასგან დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ. ამავდროულად შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შშმ ოჯახებს ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში დაეხმარება.

Visited 185 times, 1 visit(s) today