მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა, იმერეთის რეგიონის ტურისტული ბრენდინგის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა, იმერეთის რეგიონის ტურისტული ბრენდინგის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მხარის მუნიციპალიტეტების სხვა მერები და აღნიშნული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები ესწრებოდნენ.
მხარეებმა იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, არსებულის განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონერებისთვის მომგებიან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, რეგიონისთვის ტურისტულად მიმზიდველი სლოგანის შერჩევაზეც იმუშავეს.
პროექტის მიზანს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მხარეში უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა წარმოადგენს.

Visited 132 times, 1 visit(s) today