მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჩოხატაურში და ოზურგეთში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

18/05/2017

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჩოხატაურში და ოზურგეთში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლის ძირითადი მიზანი, მსოფლიო ბანკის მიერ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისათვის მოსახლეობის გამოკითხვა, საჭიროებებისა და არსებული გამოწვევების კვლევა გახლდათ.
უცხოელმა ექსპერტებმა, იმ ძირითად საკითხებს გაუსვეს ხაზი, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. (ფინანსები, ახალი ტექნოლოგიები, განათლება და ა.შ).
შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მონა პრასეტი – მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი: „ გურიაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა მოგვენახულებინა ტურისტული ადგილებიც. მინდა აღვნიშნო, რომ გურიის რეგიონს აქვს სერიოზული პოტენციალი ამ დარგის განვითარების. დღევანდელი კვლევის შედეგები მაქსიმალურად აისახება ჩვენს მიერ მომზადებულ საბოლოო ანგარიშში, რაც თავის მხრივ შევა დოკუმენტში, რომელიც სამომავლოდ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ურთიერთობებს განსაზღვრავს“.
როგორც გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრისა და რეგიონში არსებული პოტენციალიდან გამომდინარე, ექსპერტთა ჯგუფი სათანადო დასკვნებს გააკეთებს, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ჩოხატაურში სოფელ გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკი და ოზურგეთში აჭის ხეობა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0