მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს

03/05/2017

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად, ხელი მოეწერა 47.2 მლნ ევროს ოდენობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების ფინანსირების ხელშეკრულებას.
ეს გახლავთ ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება (DPO2). პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 28 აპრილს დაამტკიცა.
აღნიშნული ფინანსური რესურსით გააძლიერება სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობა, საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესება და მოსახლეობის სოციალური მომსახურების ხარისხი.
„მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმებს განათლების, საჯარო მმართველობის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რამაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენა უნდა უზრუნველყოს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0